LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari ავტონომიურ ავტომობილებზე უარს ამბობს

103
ქირიას NEWS შაბლონი (2)

იტალიურმა ავტომწარმოებელმა Ferrari-მ განაცხადა, რომ არ აპირებს მაღალი დონის ავტონომიური მართვის მქონე ავტომობილების წარმოებას. კომპანიის ხელმძღვანელის, ბენედეტო ვინიას თქმით, სრულად ან ნაწილობრივ თვითმართვადი მანქანები Ferrari-ს ფილოსოფიასა და ბრენდის იდენტობას არ შეესაბამება.

როგორც მან ავსტრალიურ გამოცემა Drive-თან ინტერვიუში აღნიშნა, Ferrari-ს მომხმარებლები ავტომობილებისგან პირველ რიგში მართვის სიამოვნებას ელიან და არა იმას, რომ საჭესთან ადამიანის ადგილი კომპიუტერმა დაიკავოს.

კომპანიის პოზიციის მიხედვით, მესამე დონისა და უფრო მაღალი ავტონომიის სისტემები, რომლებიც ავტომობილს დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას აძლევს, Ferrari-სთვის მიუღებელია. მიუხედავად ამისა, მწარმოებელი გააგრძელებს ისეთი დამხმარე სისტემების განვითარებას, როგორებიცაა კრუიზ-კონტროლი, ზოლის კონტროლის სისტემა და სხვა თანამედროვე უსაფრთხოების ტექნოლოგიები.

ამასთან, Ferrari უარს არც შიდა წვის ძრავებზე ამბობს. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, პირველი ელექტრომობილის – Ferrari Luce-ს გამოჩენა არ ნიშნავს, რომ ბრენდი მთლიანად ელექტრიფიკაციაზე გადადის.

მისი თქმით, Luce-ს შექმნის მთავარი მიზანი ახალი კატეგორიის მომხმარებლების მოზიდვა იყო – იმ ადამიანების, რომლებიც Ferrari-ს აქამდე არ ყიდულობდნენ, რადგან კომპანიის მოდელურ რიგში ელექტრომობილი არ არსებობდა.

ბენედეტო ვინიას განცხადებით, ბაზარზე მსგავსი ავტომობილის მიმართ მოთხოვნა ნამდვილად არსებობდა და Ferrari-მ უკვე მიიღო Luce-ს პირველი დადასტურებული შეკვეთები. ცნობილია, რომ ხუთკარიანი ელექტრომობილის საწყისი ფასი ნახევარ მილიონ ევროზე მეტი იქნება.

ამრიგად, Ferrari მომავალშიც ერთგული რჩება საკუთარი ტრადიციული პრინციპისა – ავტომობილი უნდა მართოს ადამიანმა და არა კომპიუტერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები