დიდი ბრიტანეთის მიწებზე ერთ დროს იქმნებოდა მუსიკა, რომელზეც მაშინ, გვიანდელ 60-ანებში ვერავინ იტყოდა, რომ კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი გახდებოდა და იქნებოდა მრავალი თანამედროვე მუსიკოსის შთამბეჭდავი შემოქმედების ფუნდამენტი, ინსპირაცია და ჩამოყალიბდებოდა კეთილშობილი მსოფლიოს თამამ კულტად, როგორც მაღალი კულტურისა და გემოვნების არსის მატარებელი არტეფაქტი.
ეს არის პინკ ფლოიდი და მას ჰყავს დრამერი, სახელად ნიკ მეისონი, რომელიც აღმოჩნდა, რომ გატაცებულია სპორტული ავტომობილებით.

Pink Floyd-ის დრამერის ავტოფარეხი ფერარის, ასტონ მარტინის, მაზერატის, პორშესა და ბუგატის ფასდაუდებელი კოლექციითაა ცნობილი.

თანამედროვე სუპერმანქანებიდან დაწყებული, ულტრა იშვიათ ვინტაჟამდე დამთავრებული, მას ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ მისი საყვარელი კლასიკა 1963 წლის Ferrari 250 GTO-ა.
ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ მანქანად ითვლება.

ბირმინგემში დაბადებულმა დრამერმა ეს იშვიათი გრანდ ტური 1977 წელს, 35 000 გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ავტომობილი სულ 36 ეგზემპლარადაა შექმნილი.

ამ ფერარის 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარება 5.4 წამში შეუძლია, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 280კმ/სთ-ია. საკულტო V12 მანქანა ახლა, დაახლოებით, 70 მილიონი დოლარი ღირს.