LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari F40 30 წლის გახდა

101

ლეგენდარული ავტომობილი, რომელიც Ferrari-ის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, მიუხედავად ასაკისა, დიდ პატივშია ავტომოყვარულების მხრიდან. პირველად ის 1987 წელს გამოჩნდა და საავტომობილო მშენებლობაში ნამდვილი გარღვევა მოახდინა. თავის დროზე ინოვაციურ მახასიათებლებს ფლობდა, ხოლო 324 კმ/სთ მაშინ უბრალოდ კოსმიური მაჩვენებელი იყო. დღეს, როდესაც ავტომობილები 400 კმ/სთ-ზე მეტ სიჩქარეს ავითარებენ, F40-ის მაჩვენებელი არც ისეთი შთამბეჭდავია, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს იყო 30 წლის წინ.
სერიულ წარმოებაში ჩაშვებისთანავე, F40-მა სამყარო არა მხოლოდ თავისი სილამაზით გაახარა, არამედ ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილის წოდებაც დაიმსახურა და პირველი ადგილი Porsche 959-ს ჩამოართვა. კაპოტის ქვეშ ავტომობილს 2,9 ლიტრის მოცულობის ტვინ-ტურბო ძრავი აქვს, რომელიც 478 ცხენის ძალას ავითარებს. ავტომობილის ძარაზე ლეონარდო ფიორვანტიმ იზრუნა  და ავტომობილი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მოდელად მიიჩნევა. ავტომობილის მართვა რთულია, თუმცა ეს მისი სისწრაფითა და გარეგნობით აიხსნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები