კომპანია Ferrari-მ იდუმალებით მოცული სიახლის თიზერი გაავრცელა. შესაძლოა, საუბარი იყოს კატერზე ანდაც იახტაზე. თუმცა, არის მეორე ვარიანტიც, რომლის მიხედვითაც იტალიური ბრენდი უბრალოდ „ამერიკის თასის“ პარტნიორი ხდება. თუ ზუსტად რა დააანონსა ფირმამ, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ.
ასეა თუ ისე, კომპანია Ferrari-მ თავის ისტორიაში ახალი ფურცლის დაწყება გვამცნო. ვიდეო თიზერით თუ ვიმსჯელებთ, ანონსი დაკავშირებულია წყალთან, შესაძლოა წყალქვეშა ფრთების მქონე იახტასთანაც. საავტომობილო გამოცემები იმ ინფორმაციისკენ უფრო იხრებიან, რომ იტალიელები ბრენდირებული ხომალდისთვის ემზადებიან, შესაძლოა Brabus-ის, Lexus-ის და Lamborghini-ს მაგალითი გადამდები იყოს.