LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari–ის 70 წლის ისტორია წიგნად გამოიცემა

89

Ferrari-ის საკოლექციო წიგნი პარიზში წარმოადგინეს. უჩვეულო ნამუშევარი, რომელიც სპორტული ბრენდის მოღვაწეობას დეტალურად ასახავს – ცნობილი დიზაინერის მარკ ნიუსონის ხელმძღვანელობით შეიქმნა. იტალიური ავტომწარმოებელი სულ მალე 70 წლის იუბილეს აღნიშნავს და გამოცემის პრეზენტაციაც სწორედ საზეიმო თარიღს დაემთხვევა. Ferrari-ს ისტორია ორ ვარიანტში – ხელოვნებისა და საკოლექციო გამოცემებში იქნება წარმოდგენილი და მისი ნახვის საშუალება მხოლოდ ერთ ადგილას, სამეფო სასტუმროში – Raffles-ში იქნება შესაძლებელი. მოგვიანებით კი წიგნები გასაყიდადაც გამოვა. პირველი ვარიანტი ანუ – Art Edition 250 ეგზემპლარად დაიბეჭდება და მისი ფასი 25 ათასი ევრო იქნება. რაც შეეხება Collection Edition-ს, მის მიღებას მხოლოდ რამდენიმე ავტომოყვარული თუ შეძლებს და ფასი კი 5 ათასი ევროა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები