Ferrari კლიენტებს „უცნაური“ ფერების არჩევას აუკრძალავს: სია უკვე მზადდება. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღიარა, რომ ფერთა გამას იძულებით გაამარტივებენ. „ჩვენ ვფიქრობდით, ფერების შერწყმა განგვესაზღვრა. ჩვენ უნდა დავიცვათ ბრენდის ღირებულებები და ინდივიდუალიზმი. ჩვენ ნამდვილად არ გავაკეთებთ უცნაურ მანქანას“,- უთხრა ჟურნალისტებს ტოპ-მენეჯერმა. Ferrari-ს სტოპ-სიაში ერთი ასეთი ფერი უკვე არის – ეს ვარდისფერია.
როგორც ბრენდის წარმომადგენლები აზუსტებენ, ლუქს კლასის ავტომობილების პერსონალიზაციის მოთხოვნათა სია ბოლო წლებში მკვეთრად გაიზარდა. თუკი ადრე, ყველა ახალი Ferrari საფირმო წითელი ფერის Rosso Corsa იყო, ამჟამად ასეთი ფერი მხოლოდ ავტომობილთა 40%-ს აქვს. ზოგიერთ ქვეყანაში მყიდველებს განსაკუთრებით ეპატაჟური ვარიანტები მოსწონთ, თუმცა მსოფლიოში არიან ქვეყნები, სადაც კონსერვატიული გემოვნება ისევ შემორჩათ. Ferrari ცდილობს თავისი ავტომობილები გაყიდვის შემდეგაც გააკონტროლოს, კლიენტები კი შესაძლოა შავ სიაში მოხვდნენ, თუკი ტუნინგი ზედმეტად შორს წავა.