ამერიკულმა კომპანია Esoteric-მა, რომელიც ავტომობილების პოლირებითა და გასუფთავებით არის დაკავებული, ერთ-ერთი თავისი კლიენტის ავტოფარეხში გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. დასუფთავების კომპანია ბოლო ოთხი წელია, წელიწადში ორჯერ სტუმრობს ხოლმე აღნიშნულ ავტოფარეხს. კოლექციონერმა სპეციალური შენობა ააგო და ყველა სუპერქარს თავი ერთად მოუყარა. ერთ-ერთი მათგანია Ferrari LaFerrari Aperta, რომელიც Esoteric-მა გადაიღო. ე.წ. ავტოფარეხი ოთხსართულიანია და მთლიანი ფართობი 800 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მის აშენებას სამი წელი დასჭირდა.
შენობაში 100 უნიკალური ქანდაკებაა, რომლებიც მსოფლიო საავტომობილო ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს ეძღვნება. ასევე არის სპეციალური მბრუნავი ლიფტი ავტომობილებისათვის და ავტოსახელოსნო.
კოლექციაში შემდეგი მოდელები შედის: Ferrari LaFerrari, LaFerrari Aperta, F12tdf, 599 GTO, Enzo, F40, 288 GTO და Porsche 911R. საინტერესოა, რომ ბევრი მათგანი შეძენის შემდეგ ავტოფარეხში დგას.


