Ferrari-მ 70 წლის იუბილე „სიჩქარის ფესტივალზე“ აღნიშნა. შეგახსენებთ, რომ ავტომოყვარულთა საყვარელ ფესტივალს ბრიტანული ქალაქი გუდვუდი მასპინძლობს.
რაც შეეხება იტალიურ ავტომწარმოებელს, მან ვიზიტორებისთვის ძალიან ბევრი კონკურსი მოამზადა და მათი უმრავლესობა მთელი ოჯახისთვის იყო განკუთვნილი. გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ისტორიული ავტომობილების ავტოშოუ გახდა. მსვლელობა ბრენდის პირველი მოდელით, 1947 წელს გამოშვებული Ferrari 125 S-ით დაიწყო. მას კი გვერდს ყველაზე ბოლო მოდელი, სუპერქარი Laferrari Aperta უმშვენებდა. შეგახსნებეთ, რომ ეს ის ავტომობილია, რომელიც ლიმიტირებული ტირაჟით გამოვიდა და უკვე მთლიანად გაყიდულია. რაც შეეხება ფერარის მსვლელობას, ლეგენდარული ავტომობილების საჭეებთან ასევე არანაკლებ ლეგენდარული მრბოლელები – დერეკ ბელი, ჯეკი სტუარტი, დარიო ფრანკიტი და სხვები ისხდნენ.


