Ferrari-მ ოფიციალურად წარადგინა თავისი უახლესი მოდელი – 849 Testarossa, რომელიც ფლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით არის აღჭურვილი და ბრენდისთვის ახალი ეპოქის დასაწყისად მიიჩნევა.
ახალი Testarossa აგრძელებს ლეგენდარული მოდელის ხაზს, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებით და ელექტრიფიცირებული სიძლიერით. ავტომობილში ჩამონტაჟებულია V8 ბიტურბო ძრავი, რომელიც ელექტროძრავებთან ერთიანდება. საერთო სიმძლავრე 849 ცხენის ძალას აღწევს, რაც მოდელს საშუალებას აძლევს 0-100 კმ/სთ-ს აჩქარება მხოლოდ 2,8 წამში დააფიქსიროს. მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ-ს აღემატება.
ელემენტის მეშვეობით შესაძლებელია სრულად ელექტრო რეჟიმში გადაადგილება, ხოლო ჰიბრიდული სისტემა უზრუნველყოფს როგორც ეფექტურობას, ისე სიჩქარისა და დინამიკის შენარჩუნებას.
გარე დიზაინში თვალში საცემია კლასიკური Testarossa-ს განიერი ხაზები, რომლებიც თანამედროვე სპორტულ ესთეტიკას ერწყმის. სალონში კი წარმოდგენილია უახლესი ტექნოლოგიები: სრულად ციფრული დაფა, მაღალი გარჩევადობის ეკრანი და მართვის ინტუიციური სისტემები.
Ferrari 849 Testarossa-ს გაყიდვები 2026 წლის დასაწყისში დაიწყება, ფასი კი, როგორც ცნობილია, 400 ათას ევროს გადააჭარბებს.