LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-მ ახალი სუპერქარების მფლობელებს საჭესთან დაჯდომა აუკრძალა

132
ferrari

Ferrari-მ ახალი სუპერქარების მფლობელებს საჭესთან დაჯდომა აუკრძალა. იტალიურმა კომპანიამ აღიარა, რომ სერია 296-ის ყველა ორკარიანს კონსტრუქციაში დეფექტი აქვს, რასაც საწვავის გაჟონვა და აფეთქების გამოწვევა შეუძლია.

აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურმა ადმინისტრაციამ (NHTSA) 425 ცალი კუპე 296 GTB და Spyder 296 GTS-ის უკან გამოწვევა შეათანხმა. ყველა მოდელი არის 6 ცილინდრიანი Ferrari, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკული ბაზრისთვის 2022 და 2023 წლებში გამოვიდა. საინტერესოა, რომ მწარმოებელი სუპერქარების გაჩერებას მაისიდან ითხოვს, თუმცა პრობლემის მოგვარებას მხოლოდ ივლისიდან დაიწყებენ.

საბედნიეროდ, ამ დრომდე არც ერთი ხანძრის, ტრავმის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები