LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-მ ცნობილ კოლექციიონერს ავტომობილი არ მიყიდა

78

ცნობილმა ამერიკელმა მდიდრული და რარიტეტული ავტომობილების კოლექციონერმა დევიდ ლიმ კომპანია Ferrari-სგან უარი მიიღო. მას ახალი, ლიმიტირებული სუპერქარის LaFerrari Aperta-ს შეძენა სურდა.

ბრენდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი სოციალურ ქსელში კოლექციიონერის გადამეტებული აქტივობა გახდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ლის კოლექციაში ხუთი ყველაზე ფასეული Ferrari შედის, მათ შორის ისეთი მოდელები, როგორებიცაა: Ferrari 288 GTO, F40, F50 და LaFerrari. ცოტა ხნის წინ კოლექციონერმა ავტოფარეხი Ferrari F12tdf Berlinetta-თი შეავსო. გარდა ამისა, დევიდ ლის საკუთრებაშია  Ferrari 250 Lusso Competizione და ”ფორმულა ერთის” ბოლიდი, რომელსაც თავად მიხაილ შუმახერი მართავდა.

მიუხედავად ამისა, კოლექციონერს ახალ ავტომობილზე უარი უთხრეს, მიზეზად კი სოციალურ ქსელში აქტიურობა დაასახელეს. ის უბრალოდ არ იღლება საკუთარი ავტომობილების დემონსტრირებით. იტალიური კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ასეთი დოზით რეკლამა არ სჭირდებათ. ბატონი ლი თავის მხრივ აცხადებს, რომ ის Ferrari-ის თავგამოდებული თაყვანისმცემელია და მათი ავტომობილების შეძენას ისევ გააგრძელებს. საინტერესოა, რომ ამერიკელმა ლიმ LaFerrari Aperta სხვა კოლექციონერისგან უკვე შეიძინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები