LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-მ დონალდ ტრამპს აშშ-ს მანქანების წარმოებაზე უარი უთხრა

108
Ferrari-მ დონალდ ტრამპს აშშ-ს მანქანების წარმოებაზე უარი უთხრა

კომპანია Ferrari ავტომობილებს აშშ-ს ტერიტორიაზე არასდროს ააწყობს. ამის შესახებ იტალიური მწარმოებლის გენერალურმა დირექტორმა ბენედეტო ვინიამ განაცხადა. კომპანიის ხელმძღვანელმა დააზუსტა, რომ მიუხედავად დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული დამატებითი გადასახადისა, სპორტქარებს მხოლოდ იტალიის ჩრდილოეთში აწარმოებენ. ამასთან, კომპანია თავისი მდიდრული მოდელების აშშ-ში გაყიდვას კვლავინდებურად განაგრძობს.

Ferrari-ში ისიც დააზუსტეს, რომ აშშ-ში წარმოებაზე უარის თქმა ეს უვადო გადაწყვეტილებაა და მიუხედავად მომავალში განვითარებული მოვლენებისა, არ შეიცვლება. რაც შეეხება ამერიკის ხელისუფლების მიერ ახალი წესების დანერგვას, ის გახდება სტიმული კომპანიებისთვის ავტომობილის წარმოებისას სულ უფრო და უფრო მეტი ინოვაციური ტექნოლოგია გამოიყენონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები