სუპერქარის დებიუტი მარკის კლიენტებისთვის გამართულ დახურულ ღონისძიებაზე შედგა. მთლიანობაში Ferrari-მ ორი სიახლე წარადგინა, Monza SP1 და Monza SP2, რომლებიც სუპერქარ 812 Superfast-ის ბაზაზე არიან აწყობილი.
ავტომობილები 1950-იანი წლების სარბოლო „ფერარის“ სტილში არიან შესრულებული და ბაზარზე მთლიანობაში 200 ეგზემპლარის გამოშვება იგეგმება. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, ავტომობილს მგზავრის სავარძელი აქვს დამატებული, ასევე მისმა ძარამ და სალონმა განსხვავებული ფერი მიიღო. სუპერქარი დაბალი საქარე მინითაა აღჭურვილი და უსაფრთხოების ახალი სისტემაც აქვს. რაც შეეხება მის აგრეგატს, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მას 6,5 ლიტრის მოცულობის V12 ძრავი ექნება და 812 ცხენის ძალის განვითარებას შეძლებს. Ferrari 0-დან პირველ „ასეულს“ 2,9 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ-ია.



