LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-ს ქარხანა 2025 წლამდე შეკვეთებით უზრუნველყოფილია

123
ferrari

სუპერქარების იტალიელი მწარმოებელი Ferrari იმდენ შეკვეთებს იღებს, რომ 2025 წლამდე საქმე არ გამოელევა. ეს ინფორმაცია ბრენდმა 2023 წლის პირველი ნაწილის შეჯამებისას ოფიციალურად დაადასტურა. იანვრიდან მარტის ჩათვლით Ferrari-მ 3567 ავტომობილი გაყიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9,7%-ით მეტია. ამ წლის ბოლომდე ბრენდი 3 სიახლეს წარადგენს და გეგმაში აქვს, რომ ჯამში 13,2 ათასი მანქანის რეალიზება მოასწროს, რაც ნამდვილად რეკორდული მაჩვენებელი იქნება.

კომპანიაში ისიც დააზუსტეს, რომ Ferrari Purosangue-ზე შეკვეთების მიღებას განაახლებენ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის შემოდგომაზე ეს პროცესი გააჩერეს, რადგან წინასწარი შეკვეთების რაოდენობა უკვე 2 წელზე იყო გაწელილი.

Purosangue – ეს არის Ferrari-ს პირველი კროსოვერი, რომლის დებიუტიც 2022 წელს შედგა. როგორც ცნობილია, მოდელი შეზღუდული ტირაჟით გამოვა, თუმცა მწარმოებელი ზუსტი ციფრების დასახელებისგან ჯერ-ჯერობით თავს იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები