LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფა სიცილიური მაფიის მსგავსად მოქმედებს

17

ესპანეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის მეთაურმა ფიფას ხელმძღვანელობა სიცილიურ მაფიას შეადარა.

”ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით ტერმინი საფეხბურთო ოჯახი სიტყვასიტყვით არ უნდა აღვიქვათ, არამედ ისე, როგორც სიცილიურ მაფიაში ხდება. თუკი თქვენ ფიფას აკრიტიკებთ, ისინი შეჯიბრებებიდან მოხსნით გემუქრებიან, ეს კი კორუფციაა”, – ამბობს ხავიერ ტებასი.

გარდა ამისა, ტებასმა აღიარა, რომ ესპანეთი ვერ წარმოუდგენია კატალონიის გარეშე, ისევე როგორც კატალონიური კლუბები ლა ლიგის საზღვრებს მიღმა.

”არ მგონია, რომ კატალონიის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესი გაგრძელდეს. თუკი ეს მოხდება, კანონი არაესპანურ კლუბებს არ აძლევს ესპანეთში თამაშის უფლებას”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები