LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფამ მსოფლიო არ გაბერა: ყატარში 32 გუნდი ჩავა

109
qatar-worldcup-2022

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა არ გაიზრდება. ასე რომ, ყატარში 32 გუნდი ჩავა და არა 48.

ფიფამ მივიდა დასკვნამდე, რომ საკმარისი დრო არ არის ყატარი დამატებითი თამაშებისთვის მოამზადონ.

შესაბამისად, იდეა, რომ ზოგიერთი მატჩი ყატარს მიღმა ჩაეტარებინათ (ომანი, ქუვეითი), აღარ არსებობს.

ყატარი პირველი ქვეყანა გახდება ახლო აღმოსავლეთში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი პირველად ჩატარდება ზამთარში, 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე შვიდ ქალაქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები