LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფამ ოქროს ბურთის პრინციპი შეცვალა: საუკეთესოს გულშემატკივრებიც გამოავლენენ

14

ფიფა ”ოქროს ბურთის” მფლობელის გამოსავლენად გულშემატკივრებისთვის ხმის მიცემას ჩაუშვებს.
საერთაშორისო ფედერაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის პრინციპი შეცვალა.

ფიფას ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად განსხვავებული პროპორციით გაითვალისწინებენ ნაკრები გუნდების მწვრთნელებისა და კაპიტნების, ასევე მედიისა და გულშემატკივრების ხმებს.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 9 იანვარს ციურიხში გაიმართება. დასახელდება 7 ნომინაციის გამარჯვებული: საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ფეხბურთელი ქალი, საუკეთესო მწვრთნელი, ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელი, პუშკაშის პრემია (საუკეთესო გოლი), Fair Play-ის პრემია, ფანების პრემია, რომლითაც გულშემატკივრები დაჯილდოვდებიან.

პრეტენდენტები 1-4 ნოემბერს დასახელდებიან. შემდეგ დაიწყება ხმის მიცემა, რომელიც 22 ნოემბრამდე გასტანს. სამი კანდიდატისგან შემდგარი სია 2 დეკემბერს გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები