LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფამ რასიზმთან ბრძოლა შეწყვიტა

45

ფიფამ რასიზმთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფი გააუქმა.
ამას Associated Press იტყობინება.

ჯგუფის წევრებს აცნობეს, რომ კომისიამ თავისი დროებითი მისია შეასრულა და სამუშაოს წყვეტს.

”მინდოდა მეთქვა, რომ შოკირებული ვარ ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ ეს ასე არ არის. ფეხბურთში რასიზმის პრობლემა რჩება და ის ძალიან სერიოზული და აქტუალურია, მას მუდმივად უნდა მივაქციოთ ჯეროვანი ყურადღება. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვრჩებოდა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი – ერთ-ერთი ასეთი საკითხია. როგორც ჩანს, ფიფას ხელმძღვანელობა სხვა აზრზეა”, – თქვა სამუშაო ჯგუფის წევრმა ოსასუ ობაიუვანამ.

რასიზმთან ბრძოლის კომისია 2013 წელს ზეპ ბლატერმა შექმნა. ამ ჯგუფს 2015 წელს დაპატიმრებული ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯეფრი უები ხელმძღვანელობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები