LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიფას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სიახლეები შემოაქვს

40

ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის რეგლამენტში ცვილებები შეიტანა.

ახალი წესების თანახმად, ჯგუფურ ეტაპზე თანაბარი ქულების შემთხვევაში fair play-ის რეიტინგს მიექცევა ყურადღება – ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობას. პირველ რიგში კი ისევ ბურთების სხვაობა და ურთიერთშეხვედრის შედეგი იქნება გადამწყვეტი.

ამიერიდან ყველა გუნდი ვალდებული იქნება იქონიოს მეკარის ფორმის კომპლექტი სახელისა და სათამაშო ნომრის გარეშე. ეს იშვიათ შემთხვევებში დაჭირდებათ, როდესაც გოლკიპერი ტრავმას მიიღებს ან გააძევებენ, ხოლო შეცვლების ლიმიტი ამოწურული იქნება. თუ მინდვრის მოთამაშე ჩადგება კარში, მას სხვისგვარიანი მაისურით თამაში აღარ მოუწევს.

ახალი წესებით ფიფას პრეზიდენტი აღარ იქნება ვალდებული მსოფლიო ჩემპიონის კაპიტანს ტროფეი გადასცეს.

ახალი წესები უკვე 2018 წლის მუნდიალზე იმოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები