LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილიპ კირკოროვის დიეტა, რომლითაც 20 კილო დაიკლო

290

48 წლის მუსიკოსმა კიდევ ერთხელ გააკვირვა თაყვანისმცემლები, როცა სენსაციური განცხადება გააკეთა და საჯაროდ აღიარა, რომ 20 კილოგრამით დაიკლო წონაში! კუმირის გარდასახვის ნახვის საშუალება პუბლიკას მის ახალ შოუზე ”მე” ჰქონდა. კირკოროვმა ”ჯადოსნური” დიეტის გასაჯაროება გადაწყვიტა და ფანებს ფორმაში ჩადგომის საკუთარი რეცეპტი გაუმხილა.

რეგულარული ვარჯიშების პარალელურად, რომლის მიმართ ინტერესი მუსიკოსს მეგობარმა თინა კანდელაკმა გაუღვიძა, რუსული ესტრადის ვარსკვლავი დაბალკაროლიულ და დაბალანსებულ დიეტას იცავს, რომლის ყოველი დღე დეტალურადაა გაწერილი.

პირველი დღე

საუზმე: ყავა შაქრისა და რძის გარეშე ან ბალახის ჩაი ერთი კოვზი თაფლით. სადილი: ორი მოხარშული კვერცხი, გამომშრალი ჭვავის პური, კომბოსტოს სალათი ზეთით და მარილის გარეშე. ვახშამი: 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი და ერთი ჭიქა კეფირი.

მეორე დღე:

საუზმე: ერთი საშუალო ზომის სტაფილო და წყალში გახსნილი ერთი ლიმონის წვენი. სადილი: 200 გრამი მოხარშული თევზი და ტომატის წვენი. ვახშამი: 200 გრამი ნებისმიერი ხილი.

მესამე დღე

საუზმე: მოხარშული კვერცხი, ერთი ნაჭერი ჭვავის პური, მწვანე ჩაი შაქრის გარეშე. სადილი: ყავა, ერთი კოვზი თაფლი, ნახევარი ჭიქა ქიშმიში და თხილი, 150 გრამი ხილი. ვახშამი: 100 გრამი მოხარშული თევზი, ერთი ნაჭერი ჭვავის პური, ტომატის წვენი.

Россия. Москва. 16 марта 2016. Певец Филипп Киркоров во время шоу "Я" в Государственном Кремлевском дворце. Артем Геодакян/ТАСС
Россия. Москва. 16 марта 2016. Певец Филипп Киркоров во время шоу “Я” в Государственном Кремлевском дворце. Артем Геодакян/ТАСС

მეოთხე დღე

საუზმე: ერთი თეფში წინასწარ წყალში დარბილებული წიწიბურა ერთი კოვზი ზეთით. სადილი: უცხიმო საქონლის ხორცი, ახალგაწურული სტაფილოს წვენი. ვახშამი: ორი მოხარშული კვერცხი, ერთი ნაჭერი გამომშრალი ჭვავის პური, უშაქრო ჩაი.

მეხუთე დღე:

საუზმე: ერთი ნაჭერი ჭვავის პური, უშაქრო ყავა. სადილი: ზეთზე შემწვარი ყაბაყის, სტაფილოს და პომიდვრის ერთი დიდი თეფში. ვახშამი: 200 გრამი ნებისმიერი ხილი.

მეექვსე დღე

საუზმე: უშაქრო ყავა. სადილი: მოხარშული თევზი, მოთუშული კომბოსტო ზეითუნის ზეთით და სოიოს სოუსით. ვახშამი: ორი  მოხარშული კვერცხი და სტაფილოს სალათი ქიშმიშითა და ზეთით.

მეშვიდე დღე

საუზმე: მწვანე ჩაი, იოგურტი ახალი ხილით. სადილი: 200 გრამი უმარილო მოხარშული ხორცი. ვახშამი: 100 გრამი უცხიმო მოხარშული საქონლის ხორცი და ერთი ჭიქა კეფირი.

მერვე დღე

საუზმე: უშაქრო ყავა, შემწვარი ჭვავის პური. სადილი: 500 გრამი უმარილო მოხარშული ქათმის ხორცი, კომბოსტოს სალათი ზეითუნის ზეთით. ვახშანი: 200 გრამი ნებისმიერი ხილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები