LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილიპ კირკოროვმა და ლუბა უსპენსკაიამ ოცნება ერთად აისრულეს

74

რუსული შოუბიზნესის მეფე უკვე 25 წელიწადია რაც ლუბა უსპენსკაიასთან მეგობრობს. წყვილი დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა დუეტის ჩაწერაზე და როგორც იქნა, ეს ოცნება აუხდათ.

„ჩვენ როგორც იქნა ავიხდინეთ ოცნება, ჩავწერეთ შესანიშნავი დუეტი, რომელიც სპეციალურად ჩვენთვის ვლადიმერ კრესტოვსკიმ დაწერა.“ –  განაცხადა ფილიპ კირკოროვმა.

კირკოროვისა და უსპენსკაიას დუეტის პრემიერა „ახალი ტალღის“ გალა კონცერტზე შედგება, რომელიც 11 ოქტომბერს გაიმართება.