რუსული ესტრადის მეფე ფილიპ კირკოროვი თავს ახალ აპლუაში ცდის.
როგორც ირკვევა მომღერალმა მონაწილეობა მიიღო ფილმის ”ალადინი”-ს გახმოვანებაში, რომელიც 2016 წელს გამოჩნდება კინოთეატრებში.
ამის შესახებ თავად ფილიპმა განაცხადა სოც-ქსელში: ”გამოიცანით, ვისი ხმით იქნება გახმოვანებული მთავარი პერსონაჟი?” აღსანიშნავია, რომ ესტრადის მეფის გულშემატკივრები ორ ნაწილად დაიყვნენ, ზოგს ეგონა, რომ მთავარ პერსონაჟს ნიკოლაი ბასკოვი გაახმოვანებდა. ამ ფაქტმა კი ფილიპის გულისწყრომა გამოიწვია.