LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილტვის ემბოლია

114
ფილტვის ემბოლია

ფილტვის ემბოლია არის ფილტვის არტერიის უეცარი დახშობა მყარი მასებით, როგორიც არის სისხლის კოლტი ან, უფრო იშვიათად უცხო მასა. ფილტვის არტერიის მეშვეობით ხდება სისხლის გადატუმბვა გულიდან ფილტვებში. ფილტვებიდან ჟანგბადით მდიდარი სისხლი უკან ბრუნდება გულისკენ. გულიდან სისხლი გადაიტუმბება მთელ დანარჩენ სხეულში, რათა მოამარაგოს ქსოვილები ჟანგბადით. როდესაც ფილტვის არტერია დახშულია, ვერ ხერხდება სისხლში ჟანგბადის საკმარისი რაოდენობით მიწოდება, დიდი ზომის ემბოლიისას შეიძლება განვითარდეს ბლოკადა, რომლის დროსაც გულს უწევს გადაძაბვა, რათა ფილტვის არტერიის დარჩენილი დაუთრომბავი ნაწილით მოახდინოს სისხლის გადატუმბვა. თუ ხერხდება მხოლოდ მცირე რაოდენობით სისხლის გადატუმბვა ან გულს უწევს ძლიერად გადაძაბვა სისხლის გადასატყორცნად, შეიძლება განვითარდეს შოკი და გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილი. ხანდახან ბლოკადამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის ქსოვილის ნეკროზიც (ამ მდგომარეობას ეწოდება ფილტვის ინფარქტი). მცირე ზომის კოლტები, როგორც წესი, ორგანიზმის მიერ სწრაფად იშლება, რის გამოც დაზიანების ხარისხი მინიმუმამდეა დაყვანილი, მაშინ როდესაც დიდი ზომის კოლტებს სჭირდება გაცილებით დიდი დრო დანაწევრებისთვის და მეტ დაზიანებებს იწვევნ.

რისკი იზრდება პაციენტებში ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის ან სერიოზული ქირურგიული ოპერაციების შემდეგაც; ასევე პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე არიან მჯდომარე პოზიციაში და არ მოძრაობენ. ბევრად უფრო იშვიათად სისხლის კოლტები ყალიბდება ზედა კიდურებში ან გულის მარჯვენა ნახევარში. როდესაც კოლტი დაიშლება სისხლის მიმოქცევის სისტემის მეშვეობით, იგი აღწევს ფილტვებში. ხშირად ვლინდება სუნთქვის გახშირება, შფოთვა, დაძაბულობა ან პანიკური შეტევები. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ტკივილი გულმკერდის მიდამოშიც. ზოგჯერ პირველი ნიშნები ბოდვა, გონების დაკარგვა ან კრუნჩხვაც შეიძლება იყოს.

პაციენტები, რომლებიც მიდრეკილნი არიან შედედებისკენ, უნდა იყვნენ აქტიურები და მოძრავნი.  თრომბების ჩამოყალიბების რისკი მცირდება, თუ ისინი ატარებენ ელასტიკურ წინდებს, აკეთებენ კიდურების ვარჯიშებს, არიან მაქსიმალურად აქტიურები და დიდ დროს არ ატარებენ მწოლიარე მდგომარეობაში. ისინი, ვისაც არ შეუძლიათ კიდურების მოძრაობა, უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ სპეციალური აპარატით, რომელიც ახდენს აირის კომპრესიას და ხელს უწყობს ქვემო კიდურებში სისხლის რიტმულ მოძრაობას. ასეთ დროს უნდა შეიზღუდოს საკვები პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ K ვიტამინს (იგი გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე), მაგალითად: ბროკოლი, ისპანახი, კომბოსტო და სხვა მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული; არ არის სასურველი ღვიძლის, გრეიპფრუტის, გრეიპფრუტის წვენის და მწვანე ჩაის მიღებაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები