მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი და ხორვატია ითამაშებენ, ამაში კი „დამნაშავე“ მიუნხენის „ბაიერნი“ და მილანის „ინტერი“ იქნებიან.
მეოთხედფინალების დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდა ფინალური წყვილის პროგნოზირება. 1982 წლის მუნდიალიდან მოყოლებული ფინალებში აუცილებლად თამაშობდა „ბაიერნისა“ და „ინტერის“ თუნდაც ერთი ფეხბურთელი.
ამ სისტემის მიხედვით მხოლოდ ერთი შესაძლო წყვილია: საფრანგეთი (კორენტენ ტოლისო „ბაიერნიდან“) – ხორვატია (მარცელო ბროზოვიჩი და ივან პერიშიჩი „ინტერიდან“).
საფრანგეთი-ბელგიის ნახევარფინალი 10 ივლისს სანკტ-პეტერბურგშია, მეორე დღეს მოსკოვში ინგლისი და ხორვატია გაარკვევენ მეორე ფინალისტს.
