ფინეთში გაჩნდა ონლაინ-სერვისი, რომელიც ძველი ავტომობილის სწორად უტილიზაციას საშუალებას იძლევა, თანაც სახლიდან გაუსვლელად.
მთავრობა ფიქრობს, რომ ამ გზით ადგილობრივ მოსახლეობას ზედმეტი ბიუროკრატიისგან გაათავისუფლებენ და ძველი მანქანების რაოდენობასაც შეამცირებენ.
ახალი სერვისის დამსახურებით ფინელები ყველა საჭირო დოკუმენტაციის გაფორმებას შეძლებენ (მაგალითად, გააუქმებენ ავტომობილის რეგისტრაციას), ასევე შეარჩევენ უტილიზაციის ყველაზე მოსახერხებელ პუნქტს. შემდეგ ყოფილ ავტომფლობელს ციფრულ სერტიფიკატს გადასცემენ.
ყოველწლიურად ფინეთში 70-დან 80 ათასამდე ძველ ავტომობილს გადაამუშავებენ. თუმცა, დამატებით კიდევ 30 ათასი უკვალოდ გამქრალად ითვლება.