LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთი ბედნიერების მასტერ-კლასს ჩაატარებს – ვის შეუძლია დასწრება?

140
Helsinki_Happiness_Hacks_Harju8_restaurant_outside_by_Mariia_Kauppi_Visit_Finland

ფინეთში ჩაატარებენ უფასო, 5 დღიან მასტერ-კლასს, სადაც „ჩვეულებრივ“ ადამიანებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა იყვნენ ბედნიერები. ორგანიზატორები მონაწილეებს მთელ მოგზაურობას აუნაზღაურებენ, რაც სასტუმროში ცხოვრებას, ჰელსინკიში გადაფრენას და უკან გადმოფრენასაც გულისხმობს.

მასტერ-კლასზე სპიკერები ფინეთის დედაქალაქის ის მაცხოვრებლები გახდებიან, ვინც ორგანიზატორთა აზრით, ბედნიერი ცხოვრების შთაგონების წყაროa. მათ შორის არის – 70 წლის ლენა სალმი, რომელიც ქალაქში სკეიტბორდით გადაადგილდება და ბალტიის ზღვაში ცურვაზეც გიჟდება.

მონაწილეებს ასევე მოუყვებიან კვების ადგილობრივ კულტურაზე და ფინეთის ბუნებასაც უკეთ გააცნობენ.

მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება 4 აპრილამდე შეუძლიათ. რჩეულთა შორის მოსახვედრად აუცილებელი იქნება სოც-ქსელებში დავალების შესრულება და ანკეტის შევსება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები