ფინეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი საუნის ფესტივალისთვის ემზადება. ფესტივალი სტარტს ზაფხულში აიღებს – ის ჰელსინკიდან დაიწყება და მოგვიანებით სხვა ქალაქებსაც მოიცავს. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, რომ ძალიან განსხვავებული და უცნაური საუნები მოინახულონ და გარდა ამისა, ფინურ მუსიკას, ხელოვნებასა და სამზარეულოსაც უკეთ გაეცნონ.
ფესტივალის ორგანიზატორთა ინფორმაციით, მთავარი ღონისძიებები ქალაქის ცენტრში გაიმართება. ცენტრალურ მოედანზე ააგებენ უზარმაზარ საუნას, რომლის გამოყენებასაც ერთდროულად 200 ადამიანი შეძლებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა აქტივობებს შორის – საუნაში წახემსება, საინტერესო ლექციები და საუნის იოგაც იქნება.