LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში მიგრანტთა ავტომობილები გაიყიდება

60

ფინეთში მიგრანტთა ავტომობილები გაიყიდება. აუქციონს მესაზღვრეები წელს უკვე მესამედ ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რომ მსგავსი აქცია 2015 და 2016 წლებშიც გაიმართა.

წლევანდელ აუქციონზე სულ 22 ავტომობილი გაიყიდება და მათ შორისაა – Lada, „ვოლგა“, „გაზელი“ და სხვა უცხოური ბრენდები. ყველაზე ძველი მოდელების ასაკი 30 წელია და ისინი მიგრანტებმა ფინეთის საზღვრის სიახლოვეს შეიძინეს. აუქციონი კი 14 ივლისს, ქალაქ სალაში გაიმართება და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ავტომობილების ხარისხზე ისინი პასუხს ვერ აგებენ და ახალ მფლობელებს ანგარიშსწორება ნაღდი ფულით მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ 2015 და 2016 წლებში მიგრანტების მფლობელობაში მყოფი 174 ავტომობილი გაიყიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები