მსოფლიოში პირველი მუმია-ტროლის მუზეუმი ფინეთში გაიხსნება. ხელოვნების მუზეუმი, რომელიც წარსულში „მუმია-ტროლის მდელოს“ სახელით იყო ცნობილი, ახალ შენობაში გადავიდა და დამთვალიერებლების მიღებას ივნისიდან დაიწყებს. პირველი გამოფენა კი რომელსაც განახლებული მუზეუმი უმასპინძლებს მთლიანად ფინელ ხელოვანს – ტუვე მარიკა ლარსონს, მუმიებზე შექმნილი არაერთი ნაწარმოების ავტორს დაეთმობა.
ექსპოზიცია მოიცავს: ფანქრით შესრულებულ ჩანახატებს, პეიზაჟებს, სამგანზომილებიან კომპოზიციებსა და ბევრ სხვა ნამუშევარს, რომელთა დათვალიერებაც წარმოსახვის გამოყენების გარეშე რთულია.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმში სპეციალური სამკითხველო დარბაზიც გაკეთდება, სადაც მსურველები ტუვეს პერსონაჟებზე უფრო მეტს გაიგებენ.