სააგენტო „Yle”-ს ინფორმაციით, ნაციონალური გამოკითხვა დასრულდა და ყველაზე ტურისტულ დანიშნულებად სავონლინას მუნიციპალიტეტში მდებარე საიმას ტბა აირჩიეს.
შეგახსენებთ, რომ ფინეთი წელს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამიტომ გამოკითხვის მთავარი თემა ისტორიული ადგილები იყო. ტბის სიახლოვეს მდებარე სოფელმა პუნკაჰარუმ კი ლაშქრობებისთვის საუკეთესო დანიშნულების ტიტულიც მოიპოვა. ტერიტორიაზე ტიპიური ფინური პეიზაჟები მრავლად მდებარეობს, ამიტომ ქვეყნის კულტურის უკეთ შესაცნობად უკეთესი ადგილის პოვნა შეუძლებელია.
ასევე აღსანიშნავია, რომ სოფელს ჯერ კიდევ 1848 წელს ეროვნული ნაკრძალის სტატუსიც მიანიჭეს.