LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში ყინულისგან ატრაქციონი დაამზადეს (ვიდეო)

44

ფინეთში 200 ტონა ყინულისგან ატრაქციონი დაამზადეს. ჰელსინკში 36 მეტრის დიამეტრის ყინული ამოჭრეს და მისგან საინტერესო კარუსელი შექმნეს. ატრაქციონის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია – ის მოძრაობაში მზის ენერგიაზე მომუშავე გემის ძრავას მოყავს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მისი შემქმნელები ენერგეტიკის სპეციალისტები არიან. მათ მსგავსი შედევრი პირველად საკუთარ ეზოში გააკეთეს და მან ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. იდეამ გაამართლა, ამიტომ მასშტაბები გაიზარდა და ამიერიდან ატრაქციონის გამოცდა ნებისმიერ ჰელსინკელს შეეძლება. აღსანიშნავია, რომ ყინულის კარუსელის გვერდით იმპროვიზირებული საუნაც ააშენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები