ელექტროქარების მწარმოებელმა კომპანია Fisker-მა გაკოტრების წინ გრანდიოზული ფასდაკლებები დააანონსა. ამერიკულმა ბრენდმა საჭირო დეტალების დეფიციტის გამო წარმოება შეაჩერა და გაკოტრების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. სიტუაციას დროებით გამოსასწორებლად მაინც, კომპანიამ სერიოზული ფასდაკლებები დააანონსა, რათა უკვე აწყობილი კროსოვერები გაყიდოს და არსებული ვალდებულებების დაფარვა შეძლოს. თუმცა, ბრენდის თაყვანისმცემლებმა ეს ნაბიჯი ვერ დააფასეს, რამეთუ Ocean-ის ფასდაკლება ლამის განახევრებულ ფასი აღმოჩნდა.
Sport-ის საბაზისო ვერსია 27 299 დოლარამდე გაიაფდა (ფასდაკლება 14 ათასი დოლარია), Ultra-ს საშუალო კომპლექტაცია 37 299 დოლარი ღირს (18 ათასით გაიაფდა), ხოლო Extreme-ს ფლაგმანი შესრულება 39 799 დოლარი იქნება, რაც 40 000 დოლარით გაიაფებას ნიშნავს.
კომპანია კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ამიტომ მზადაა თავისი მოდელები ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე ბიუჯეტური გახადოს. ბუნებრივია, კლიენტები რომლებმაც ეს ავტომობილები ძველი ფასით იყიდეს, ძალიან გაბრაზებულები არიან და თავის ემოციებს არც მალავენ.