LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფლორენცია ნაყინის ფესტივალისთვის ემზადება

137

ფლორენცია ნაყინის ფესტივალისთვის ემზადება. უგემრიელესი ფესტივალი 14-დან 17 სექტემბრამდე გაგრძელდება და საუკეთესო „ჯელატოს“ სტატუსის მოსაპოვებლად სხვადასხვა სანაყინეები იბრძოლებენ.

აღსანიშნავია, რომ ათასობით მონაწილეს შორის 16 საუკეთესო უკვე შერჩეულია და ისინი ერთმანეთს ფინალში შეერკინებიან. როგორც ფლორენციის მერმა განაცხადა, ნაყინი პირველად სწორედ ფლორენციაში წარმოიქმნა და საუკეთესოთა შორის საუკეთესოც სწორედ იქვე უნდა შეირჩეს.

აღსანიშნავია, რომ ნაყინის პირველი ქარხანა არა იტალიაში, არამედ შტატებში – 1851 წელს გაჩნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები