ფლორენცია ქალაქის დღის აღსანიშნავად ემზადება. 24 ივნისი ქალაქის მთავარი მფარველის – წმინდა ჯოვანის დღეა და მას თითქმის ყველა იტალიელი ზეიმობს. სწორედ ამიტომ, მდინარე არნოს მიმდებარე ტერიტორიას მთლიანად ფეირვერკით გაანათებენ.
აღსანიშნავია, რომ წელს არსებობდა იმის საშიშროება, რომ ფლორენცია ტრადიციული სინათლის შოუს გარეშე დარჩენილიყო. საქმე ისაა, რომ პიროტექნიკა 75 ათასი ევრო ღირს, ქალაქს კი ამდენი ფული ფიზიკურად არ ქონდა. სწორედ ამიტომ, მოსახლეობა გაერთიანდა და ფეირვერკის ფული საკუთარი ჯიბიდან შეაგროვა. სინათლის შოუ ტრადიციულად 20:30 საათზე დაიწყება.