LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფლორენციაში ჩასული ტურისტები სელფებს ვეღარ გადაიღებენ

48

ფლორენციის მთავრობა საშიშ სელფებს აპროტესტებს. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მდინარე არნოს ხიდებზე ამკრძალავი ნიშნებიც კი დადგას, რათა ტურისტები ფოტოს გადასაღებად მოაჯირებზე აღარ აცოცდნენ. საქმე ისაა, რომ წარმატებული კადრის დაჭერის სურვილით შეპყრობილი მოგზაურები უსაფრთხოების ნორმებს არაფრად აგდებენ და მაშველებს მათი წყლიდან ამოყვანა ძალიან ხშირად უწევთ.

გარდა ამისა, ფლორენცია ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის დაწესებულ სასჯელსაც გაამკაცრებს. ის ადამიანები, ვინც კედლებზე წარწერებსა თუ ნახატებს დატოვებენ, პირველ რიგში  სოლიდურ ჯარიმას გადაიხდიან და შემდეგ კი გამოსასწორებელ სამუშაოებზეც გაიგზავნებიან. და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს სიახლე ადგილობრივებთან ერთად უცხოელ ტურისტებსაც შეეხებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები