LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფლორენციაში მომავლის სატელეფონო ჯიხური დადგეს

18

ფლორენციაში მომავლის სატელეფონო ჯიხური დადგეს. მსოფლიოში პირველ „ჭკვიან“ ტელეფონს იტალიელები გამოცდიან. სიახლის გამოყენება სმარტფონის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი და გარდა ამისა, ის ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს, რომ არა მხოლოდ დარეკოს, არამედ დამუხტოს მობილური ტელეფონი ან ინტერნეტში შევიდეს. დიდი სენსორული ეკრანი კი ქალაქში არსებულ ყველა სერვისს უფრო ხელმისაწვდომს ხდის და ასევე, სპეციალური გრაფა ტურისტულ ინფორმაციასაც მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ „ჭკვიანი“ ტელეფონი დასაწყისისთვის ცენტრალურ ქუჩაზე განათავსეს და მომავალში მას სხვა ადგილებშიც დადგამენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები