LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფლორენციის ხელმძღვანელობა დაუდევარ ტურისტებთან ბრძოლას იწყებს

43

ფლორენციის ღირსშესანიშნაობებს წყლით მორწყავენ. იტალიური ქალაქის ხელმძღვანელობამ ტურისტებთან საბრძოლველად ახალი ხერხი მოიფიქრა. ფლორენციის ისტორიულ ცენტრში მდებარე ტაძრებისა თუ სხვა ნაგებობების კიბეებსა და ტროტუარებს, რომლებიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია მოხვედრილი – მუდმივად დაასველებენ. მერიას იმედია აქვს, რომ ამ გზით იმ დამსვენებლებს დაფანტავს, რომლებიც ქუჩაში სხედან, იკვებებიან და გარემოსაც აბინძურებენ.

ხელისუფლებას პრეტენზია სწორედ დაუდევარ ტურისტებთან აქვს, ხოლო მათ ვინც კულტურულ ღირსშესანიშნაობებს პატივს სცემს – ისინი არაფერს ერჩიან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ფლორენციამ მოგზაურებს ხიდებზე სელფების გადაღებაც აუკრძალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები