LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ის და Chevrolet-ის დიდმა კროსოვერებმა კრაშ-ტესტები ვერ გაიარეს

113
Ford-ის და Chevrolet-ის დიდმა კროსოვერებმა კრაშ-ტესტები ვერ გაიარეს

დიდი ყველგანმავლები Ford და Chevrolet კრაშ-ტესტებში ჩაფლავდნენ. საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტმა სრული ზომის მოდელები Ford Expedition, Chevrolet Tahoe და Jeep Wagoneer დატესტა. შედეგი განსაცვიფრებელი აღმოჩნდა: პოპულარულმა ყველგანმავლებმა მთელი რიგი პარამეტრების მიუხედავად, ძალიან დაბალი შეფასებები მიიღეს.

მთავარი პრობლემა – წინა დარტყმა აღმოჩნდა – ყველგანმავლების ძარა სერიოზულად დეფორმირდა, მანეკენი დაზიანდა.

ახალი მეთოდიკის მიხედვით კრაშ-ტესტები სავსე სალონით ტარდება, მანეკენი არამხოლოდ წინ არამედ უკანა ნაწილშიც არის განთავსებული. მსგავსმა მიდგომამ კი ავტო გიგანტებს სერიოზული დარტყმა მიაყენა: Ford-მა, Chevrolet-მა და Jeep-მა გამოცდა ვერ ჩააბარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები