LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ის გაფრთხილება: ახალი Mustang შესაძლოა აალდეს

115
Ford-ის გაფრთხილება ახალი Mustang შესაძლოა აალდეს

Ford 8 ათასზე მეტ ახალ Mustang-ს აალების საშიშროების გამო უკან გამოიწვევს. უკან გამოწვევის კამპანია, რომლის შესახებაც აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალურმა სააგენტომ განაცხადა, 8161 Ford Mustang-ს მოიცავს და ეს მოდელები 2024 წელსაა გამოშვებული. საწარმოო დეფექტის გამო შესაძლოა სამუხრუჭე სითხე გაიჟონოს, რასაც მოჰყვეს კიდეც ხანძარი. სპორტქარების მეპატრონეები გააფრთხილეს, რომ შესაძლოა სიჩქარეები ვეღარ გადართონ და ძრავა უბრალოდ გამოირთოს.

პირველად პრობლემის შესახებ აპრილის ბოლოს გახდა ცნობილი. აშშ-ში „მუსტანგის“ აალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ ერთ შემთხვევაში საქმე დაკვამლიანებით დასრულდა. საბედნიეროდ, ყველა ინციდენტი ავარიისა და დაზარალებულების გარეშე დაფიქსირდა. Ford-მა გამოძიება ჩაატარა და მომხდარის მიზეზები დაადგინა, ამის შემდეგ უკან გამოწვევის კამპანიაც დაანონსდა. „მუსტანგების“ მეპატრონეებს სერვის ცენტრების მონახულების აუცილებლობის შესახებ 17 ივნისიდან გააფრთხილებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები