LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა 2019 წლის მოტორშოუზე უარი თქვა

74

Ford ჟენევის მოტორშოუს გამოტოვებს. როგორც ჩანს, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა გადაწყვიტა, Volvo-თვის მიებაძა და 2019 წლის შოუზე უარი თქვა. საქმე ისაა, რომ ავტოსალონზე გამოსვლა სოლიდურ ფინანსებთანაა დაკავშირებული და ford-მაც თავის შეკავება ამჯობინა. ჟენევის მოტორშოუს ნაცვლად ავტომწარმოებელი საკუთარ ღონისძიებას ჩაატარებს და ის ელექტროავტომობილებს მიეძღვნება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე Ford-მა უარი პარიზის ავტოსალონზეც თქვა და მისი გადაწყვეტილება კიდევ 15-მა მწარმოებელმა, მათ შორის – FCA-მ, VW-მ და Nissan-მაც გაიზიარეს. 2019 წლის იანვარში ავტომობილების გამოფენა დეტროიტშიც გაიმართება და მასზე Audi-ს, Mercedes-Benz-ისა და BMW-ს კოლექციები აღარ იქნება წარმოდგენილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები