საკულტო სპორტქარი Ford Mustang თაობის შესაცვლელად ემზადება – მანქანა, რომელიც 2015 წლიდან გამოდის, შთამომავალს უახლოესი შემოდგომისთვის მიიღებს. ამერიკული მწარმოებლის ხელმძღვანელმა სპორტქარის პრემიერის თარიღი გაამხილა და სიახლის შესახებ პირველი ინფორმაციაც გაასაჯაროვა.
მოდელი ტრადიციულ V8 ძრავს შეინარჩუნებს და ოფციის სახით მექანიკური გადაცემათა კოლოფითაც იქნება ხელმისაწვდომი.
ახალ ford Mustang-ს საზოგადოება 14 სექტემბერს დეტროიტის ავტო სალონზე იხილავს. სხვა დანარჩენი ინფორმაცია კი ჯერჯერობით მკაცრადაა გასაიდუმლოებული.