Ford-მა სპეციალურად გადამზიდავი მძღოლებისთვის ქუდი-მაღვიძარა შექმნა. საინტერესო სიახლე ამერიკულმა ავტოგიგანტმა ბრაზილიურ კომპანია GTB-თან ერთად დაამზადა. ე.წ. SaveCap, ანუ უსაფრთხო კეპი – ეს არის მაღალტექნოლოგიური გაჯეტი, რომელიც მძღოლის მდგომარეობას აკონტროლებს და ჩაძინების შემთხვევაში მას ხმაურით აღვიძებს. როგორც „Ford”-ის წარმოამდგენელი აცხადებს, სატვირთოს მძღოლობა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის და მას უამრავი სტრესი ახლავს. ბუნებრივია, ამ დროს კონცენტრაციის დაკარგვა საკმაოდ ადვილია, რაც საფრთხეს არამხოლოდ თავად ამ მძღოლს, არამედ გზაზე მოძრავ სხვა ავტომობილებსაც უქმნის. „უსაფრთხო კეპი“ კი ამ პრობლემას მარტივად მოაგვარებს.