LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford მანქანების უკან გამოწვევით დღეში 25 მილიონ დოლარს კარგავს

113
Ford მანქანების უკან გამოწვევით დღეში 25 მილიონ დოლარს კარგავს

Ford სერვისის აქციებზე დღეში 25 მილიონ დოლარს ხარჯავს. ამერიკელ მწარმოებელს ბოლო პერიოდში იმდენი უკან გამოწვევის კამპანიის დაანონსება მოუწია, რომ მის ჯიბეს სერიოზული ზიანი მიადგა. 2024 წლის მეორე ნახევარში ქარხნული დეფექტების გამოსწორების კამპანიას 2,3 მილიარდი დოლარი მოხმარდა, რაც 800 მილიონით უფრო მეტია ვიდრე იანვარ-აპრილის მაჩვენებელი.

აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების ნაციონალური სააგენტოს ინფორმაციით, წელს Ford-მა 37 აქცია განახორციელა და უკან გამოწვევა საერთო ჯამში 3,5 მილიონ მანქანას შეეხო.

კომპანიაში ამბობენ რომ ხარჯის ზრდა 2021 წელს და მანამდე აწყობილმა მანქანებმა გამოიწვია. მაშინ კორონავირუსის პანდემიამ ნაწილების მიწოდებაზე იქონია გავლენა, ავტო საწარმოები მთავრობის მითითებით იკეტებოდა.

Ford-იც ყველაფერს აკეთებს, რომ არსებული პრობლემა მოაგვაროს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ავტომობილების მიწოდება ჩერდება, რათა ყველა დეტალი თუ ნიუანსი ბოლომდე შემოწმდეს. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა დამატებით ხარჯებს იწვევს, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში მომგებიანი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები