ორკარიანი Ford Mustang 2015 წლის მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა. ასეთი შედეგები ამერიკულმა ავტომწარმოებელმა ანალიტიკურ ფირმა IHS Automotive-ზე დაყრდნობით გაავრცელა.
20 თვის განმავლობაში Ford-მა 141 000 ეგზემპლიარის რეალიზება შეძლო, აქედან 30 000 კაბრიოლეტის მოდიფიკაციით გაიყიდა. IHS-ს მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, Mustang-მა ლიდერობა 2015 წლის პირველ ექვს თვეშივე მოიპოვა, რაც 76 00 ეგზემპლიარის რეალიზებით გამოიხატა.
აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულმა ავტომობილმა ლიდერობა არც ამ წელს დათმო და მარტამდე 12 563 ეგზემპლიარი გაიყიდა, რითაც უკან ჩამოიტოვა Chevrolet Camaro და Dodge Challenger.
ამერიკულ ბაზარზე Ford Mustang ოთხი მოდიფიკაციითაა წარდგენილი: 2.3 ლიტრიანი 310 ცხენის ძალის მქონე, 3.7 ლიტრიანი 300 ცხენის ძალის მქონე, 5.0 ლიტრიანი 435 ცხენის ძალიანი და 5.2 ლიტრიანი 526 ცხენის ძალის მქონე ძრავებით. ყველაზე იაფფასიანი ვერსიი ფასი 24 000$ შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, ყველაზე გაყიდვადი სპორტული ავტომობილის ტიტულის მფლობელი იაპონური Mazda MX-5 გახდა.