LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford სუპერქარ GT-ის გადამყიდველს უჩივლებს

27

კომპანია Ford-მა ამერიკელი ჯონ სინი Ford GT-ის შეძენის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. დოკუმენტის თანახმად, სინს არ ჰქონდა უფლება ავტომობილი შეძენიდან პირველი ორი წლის განმავლობაში გაეყიდა.

მიჩიგანის შტატის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ სარჩელში წერია, რომ სინმა სუპერქარი მიღებიდან რამდენიმე კვირაში გაყიდა. ამასთან, ფორდის წარმომადგენელთან საუბარში მან თავისი დანაშაული აღიარა და კომპანიას ყველაფრის გამოსწორებისთვის თანამშრომლობა სთხოვა. მწარმოებელმა ავტომობილის დაბრუნება მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ჯონ სინის საქციელის გამო, ბრენდმა მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზარალი მიიღო, რომელიც 75 000 დოლარზე მეტად არის შეფასებული. გარდა ამისა, მწარმოებელი სუპერქარის უკანონო გაყიდვისგან მიღებული უკანონო შემოსავლის დაბრუნებასაც ითხოვს.

Ford GT ტურბირებული 3.5 ლიტრის მოცულობის EcoBoost-ის ძრავით არის აჭღურვილი. ძრავის სიმძლავრე 655 ცხენის ძალაა, მაქსიმალური სიჩქარე კი 347 კმ/საათია.

https://www.youtube.com/watch?v=wJhEK0E8E4Q

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები