LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford ყოველ ელექტრომობილზე ათასობით დოლარს კარგავს

110
Ford

Ford თავისი ელექტრომობილებით არათუ მოგებაზე ვერ გადის, არამედ თითოეულის გამოშვების შემდეგ ასი ათასობით დოლარს კარგავს. როგორც Bloomberg-მა დაადგინა, მხოლოდ ამ კვარტალში ბრენდმა მოგება თითქმის ვერ ნახა და პირიქით, ძალიან დიდი ზარალი მიიღო. მთლიანობაში იანვრიდან მარტის თვემდე კომპანიამ 20 ათასი „მწვანე“ მანქანის რეალიზება შეძლო.

დღეისთვის Ford-ის ეკოლოგიური ხაზი აშშ-ში სამი მოდელით – Mustang Mach E, F150 Lightning და E-Transit, არის წარმოდგენილი. მათზე მოთხოვნა იკლებს, რის გამოც ავტომწარმოებელმა გამოშვების მასშტაბები შეამცირა და ელექტროფიკაციის სტრატეგიის გადახედვასაც აპირებს.

Ford-ის პროგნოზით, 2024 წლის ბოლოსთვის ელექტრომობილებით მიღებული ზარალი 5,5 მილიარდი დოლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები