დღევანდელი ავტოსთორი ყველასათვის კარგად ნაცნობი ამერიკული ბრენდის, „ფორდის“ ძალიან მაგარი ავტომობილის არსებობას დაეთმობა. არც ისე ძველი, არც ძალიან ახალი, მაგრამ ნამდვილი მხეცი – ეს გახლავთ „რაპტორი“ ფორდისგან, რომელსაც თავის დროზე კომპანიის ფანები დიდი მოლოდინით უცდიდნენ. პიკაპი, რომელსაც ყველაფერი აქვს.
„რეინჯერ რაპტორი“ – ეს პიკაპის ახალი თაობაა, მას აქვს თავის წინაპრებზე უფრო განვითარებული ძრავი და რიგი ტექნიკური მოდიფიკაციებით გაუმჯობესებული მახასიათებლები. ცხადია უგზოობის პირობებისთვის. მართვის შვიდი რეჟიმი, გადაკეთებული ინტერიერი და დახვეწილი დიზაინერული ცვლილებები როგორც ინტერიერში ასევე ექსტერიერში.
ძრავა ვი-6 3.0 ეკობუსტი რაპტორს ორმაგი ტურბოდაბერვით აქვს. ცხენის ძალა? 397. აქვეა ათ დიაპაზონიანი სიჩქარის ავტოგადამრთველი და მუდმივი სრული ამძრაობა. ამ ყველაფერთან ერთად მისი დაკიდების სისტემაც დახვეწილი და გაუმჯობესებულია.
რაპტორის გარეგნულ მახასიათებელს რაც შეეხება, იგი მატრიცული ოპტიკითაა აღჭურვილი. აქვს აეროდინამიკული ელემენტები, 44 სანტიმეტრის სიმაღლის საბურავები და ფარკოპი უკანა ნაწილში.
სალონში კი Ranger Raptor-მა მიიღო სავარძლები რომლებიც დაპროექტირებულია გამანადგურებლების სავარძლების მიხედვით და აქვს საჭის ქვედა გადამრთველები.
საბაზისო ვერსიაშივე აქვს 1ვერტიკალური დისპლეი მულტიმედიისთვის და ერთიც მართვის პანელისთვის.
აი ასეთი ლამაზი მონსტრია ფორდის რაპტორი.