ლონდონში იპოვეს Ferrari-ს სუპერქარი, რომელიც ფორმულა-1-ის პილოტს 28 წლის წინ მოჰპარეს. ბრიტანეთის პოლიციამ ავტომობილის ამოღება იტალიელი მწარმოებლის დამსახურებით შეძლო. აღმოჩნდა, რომ თითქმის 3 ათწლეულის განმავლობაში მანქანამ სხვადასხვა ქვეყნებში მოასწრო ყოფნა. ამასთან, პოლიციას სარჩელი ჯერ არ წარუდგენია, რადგან გამოძიება ჯერ ისევ გრძელდება.
წითელი ფერის Ferrari F412 M 1995 წლის აპრილში, იმ სასტუმროს პარკინგიდან გაიტაცეს, სადაც გერჰარდ ბერგერი სან-მარინოს გრან-პრის დროს იყო გაჩერებული.
ამ წლის დასაწყისში კომპანია Ferrari-ს ამერიკელმა კლიენტმა F512 M-ის შეძენის თხოვნით მიმართა და საქმეში ჩართული იყო ბრიტანელი ბროკერიც. დოკუმენტაციის შემოწმებისას კი გაირკვა, რომ მანქანა გატაცებული იყო და პოლიცია ეძებდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მოპარვის შემდეგ ავტომობილი იაპონიაში გადაიტანეს და ბრიტანეთში ის მხოლოდ გასული წლის ბოლოს აღმოჩნდა.



