LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორმულა-1-ს საწვავის ფასები აშფოთებს

128
ფორმულა-1-ს საწვავის ფასები აშფოთებს

ფორმულა-1-ს ძალიან აღელვებს საწვავის ფასების ასე ზრდა. 2026 წლიდან ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე გადასვლა სარბოლო გუნდების ჯიბეს საკმაოდ დიდ ზიანს მიაყენებს. გუნდები დარდობენ, რომ ბენზინის ახალი სახეობა 10-ჯერ უფრო ძვირი იქნება, ვიდრე ამჟამად გამოყენებული საწვავი. წინასწარი ინფორმაციით, საბოლოო ფასი ლიტრზე 300 დოლარს გადააჭარბებს, მაშინ როცა დღეს სარბოლო ბენზინის ღირებულება მხოლოდ 22-33 დოლარია.

ჟენევაში ცოტა ხნის წინ გამართულ ფორმულა-1-ის კომისიაზე პრობლემის მასშტაბები კიდევ უფრო ნათელი გახდა. ეკოლოგიურად სუფთა საწვავის შექმნაზე იმდენად ბევრი ფული დაიხარჯა, რომ ბენზინის ფასმა შესაძლოა გავლენა მრავალმილიონიანი ბიუჯეტის მქონე გუნდებზეც მოახდინოს. ამჟამინდელი შეფასებით ლიტრი საწვავის ფასი შესაძლოა 170-225 დოლარი იყოს, თუმცა საუკეთესო შედეგის მისაღწევად ქიმიურ შემადგენლობას მუდმივად აუმჯობესებენ და ხარჯებიც იზრდება.

თუკი ლიტრი საწვავის ფასი დაახლოებით 300 დოლარი იქნება, მაშინ ყოველ უქმეებზე გუნდები საწვავზე 80-100 ათას დოლარს დახარჯავენ. 24 რბოლის ჯამში ხარჯი 1,9-2,4 მილიონი დოლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები