ფორმულა ერთის მფლობელებმა დაჯილდოვების ცერემონიისთვის შამპანურის ოფიციალური მომწოდებელი შეცვალეს. ამიერიდან მათ საზეიმო სასმელს კომპანია Carbon მიაწვდის. შამპანურის თითოეული ბოთლის ფასი 3000 დოლარია.
აღნიშნული შამპანურით მრბოლელებმა 2017 წელს უკვე იწუწავეს, თუმცა მაშინ სასმელს ოფიციალური სტატუსი არ ჰქონდა. Carbon-ის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა ის არის, რომ ბოთლი ნახშირბადის ბოჭკოთია დამზადებული. გარდა ამისა, ბოთლები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზორებისთვის შესაბამისი ფერის ეტიკეტებით იქნება გაფორმებული.
Motorsport აღნიშნავს, რომ სამომავლოდ ბოთლებში კამერები ჩამონტაჟდება, რომლებიც დაჯილდოვების ცერემონიას სულ სხვა რაკურსით გადაიღებენ.
ამ დრომდე ფორმულა ერთის შამპანურს ოფიციალური მიმწოდებელი Chandon-ი იყო, მანამდე კი Mumm.